სასტუმროს მიმოხილვა
TBILISI CHAMBERS საუკეთესო არჩევანია სტუმრებისთვის, რომლებიც ეძებენ იდეალურ ლოკაციას და, ამავდროულად, სასიამოვნო, მშვიდ გარემოს. სასტუმრო მდებარეობს თამარ მეფის გამზირზე, ფეხით სავალ მანძილზე აღმაშენებლის გამზირიდან, ცენტრალური სადგურიდან და მეტროდან. ასევე, ახლოსაა თბილისის ყველაზე დიდი „ოქროს ბირჟა“ და აგრარული ბაზარი — „დეზერტირების ბაზარი“.
TBILISI CHAMBERS გთავაზობთ:
განთავსებას 185 სტუმარზე;
72 თანამედროვე და სტილურ ნომერსა და ლუქსს;
საუზმის რესტორანსა და საკონფერენციო დარბაზს.
მიუხედავად იმისა, მოგზაურობთ ბიზნესისთვის თუ დასასვენებლად, ჩვენი სასტუმრო თქვენს ვიზიტს გამორჩეულს გახდის. ყურადღებიანი და მეგობრული პერსონალი კი იზრუნებს იმაზე, რომ თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში.
